02/03/2023
12:41
კულტურა
ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავიდა.
მან შეძლო და მოხიბლა ჟიური, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები შედიან. მათგან რჩევებიც და ოქროს ბილეთიც მიიღო, რაც ჰოლივუდში გამგზავრებას და მეორე კასტინგში მონაწილეობას ნიშნავს.
ქართველმა მომღერალმა საკუთარი წარმატების შესახებ დილის გადაცემაში ისაუბრა.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში პირველ კასტინგზე და მიღებულ შთაბეჭდილებებზე მაყურებელს საკუთარი ემოციაც გაუზიარა:
„მადლობას გიხდით ასეთი მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძობ ყოველ წამს. ყოველდღე ჰოლივუდზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. იმდენად მქონდა თავში ჩადებული, რომ ეს ასე მოხდებოდა… ყველაფერი შენ თვითონ უნდა მოიძიო, იმუშაო, ყველაფერი გააკეთო. არასდროს არაფერი მეზარება. ყველა კონტაქტსა და შესაძლებლობას ვიყენებ ხოლმე და აქაც ასე გავაკეთე. ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ პროექტში მოხვედრა და რთული გზაა გასავლელი, სანამ იმ ოთახში შესვლა. მინდოდა, ახალგაზრდებისთვის მოტივაცია მიმეცა.
არაფერი მახსოვდა, როგორც მაყურებელმა, ისე ვუყურე.
როცა ჯეი ლოს შემადარეს, ძალიან გამიხარდა. ეგრევე წარმოვიდგინე, ამას საქართველოში რომ გაიგებდნენ, ძალიან გაუხარდებოდათ. ჩვენი გოგოა ჯობიაო, ქართველები წერდნენ, თუმცა არ მინდა, ვინმესთან ვიყო ასოცირებული. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველა ჩემი სახელით მიცნობდეს.
ჩემი მიზანი იყო ჩემი თავის გამოჩენა ამ ქვეყანაში, ახლა არის მიზანი, აქ ბევრი პროექტი მქონდეს, მაქსიმალურად ვიყო დაკავებული…“ - განაცხადა ქართველმა მომღერალმა.
ცნობისთვის, 26 თებერვალს, ნუცა ბუზალაძე ნუცა ჟიურის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან Lady Marmalde, მეორე სიმღერად კი უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პოპვარსკვლავი კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა. აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაიონელ რიჩი. ლუკ ბრაიანმა კი ნუცა ასე შეაფასა – „ჯეი ლო საქართველოდან.“
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024