15/02/2022
14:40
კონფლიქტები
კულება აცხადებს, რომ ინფორმაციას მაშინ დაიჯერებენ, როცა რეალურად დაინახავენ სამხედროების გაყვანის პროცესს.
„რუსეთიდან მუდმივად იმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ უკვე წესად გვაქვს – როცა დავინახავთ, მერე დავიჯერებთ. დავინახავთ გაყვანას – ვირწმუნებთ დეესკალაციას“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, კულებას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აღიარებს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შემადგენლობაში მყოფი სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ შემადგენლობებმა წვრთნები დაასრულეს.
0
0