04/07/2024
18:49
სპორტი
რობერტო ფირმინო პროტესტანტული ეკლესიის მოძღვარი გახდა.
ცერემონია ბრაზილიაში, რობერტო ფირმინოს მშობლიურ ქალაქ მასეიოში გაიმართა - ეკლესიაში, რომელიც ბრაზილიელის მეუღლემ 3 წლის წინ დააარსა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო ფირმინო პროტესტანტული ეკლესიის მოძღვარი გახდა. 32 წლის თავდამსხმელის პასტორად კურთხევის ცერემონია ბრაზილიაში, ქალაქ მასეიოში გაიმართა, სადაც ფეხბურთელი დაიბადა და გაიზარდა. ფირმინო ამიერიდან ეკლესია “მანას” პასტორია, რომელიც 3 წლის წინ მისმა მეუღლემ, ლარისა პერეირამ მღვდლებთან, ჟაირო ფერნანდეშთან და კეილა მედეიროშთან ერთად დააარსა.
“სამი წელი გავიდა, რაც ეს ეკლესია ავაშენეთ. ეს დაუვიწყარი დღეა,” - წერს ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ინსტაგრამზე, - “მას შემდეგ, რაც ქრისტე ვიპოვეთ, გვინდა, რომ ამ სიყვარულის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. ამ მომენტიდან უკვე სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან უკვე პასტორები ვართ.”
რობერტო ფირმინო ლივერპულში 2015 წელს, გერმანული ჰოფენჰაიმიდან გადავიდა და მერსისაიდელებმა მაშინ მის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო გადაიხადეს. 2023 წლის ივლისში ბრაზილიელი საუდის არაბეთში წავიდა სათამაშოდ, სადაც ალ-აჰლისთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ალ-აჰლიში მას 34 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს.
0
0