18/11/2024
11:32
მსოფლიო
რიო დე ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს. სახელმწიფოთა მეთაურები ბრაზილიის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ.
ლიდერები სამიტზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, კლიმატის ცვლილები და საერთაშორისო უსაფრთხოება.
რიო დე ჟანეიროში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელმაც გამგზავრებამდე ამაზონის ტროპიკული ტყე მოინახულა.
ამასთან, სამიტის ფარგლებში ბრაზილიაში უკვე ჩავიდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი.
ბრაზილიამ „დიდი ოცეულის“ სამიტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედროები, ჯავშანტექნიკა და საზღვაო გემები განათავსა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024