18/06/2023
11:28
კულტურა
კულტურის და მედიის სფეროში შექმნილი დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია“ კინოცენტრთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
პროფკავშირის განცხადებით, ეროვნულ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციისა და დასაქმებულებზე ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავს.
განცხადებაში ორგანიზაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და კანონის მოთხოვნებთან სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისობის ანალიზს გვთავაზობს.
ბოლო ერთი წლის მოვლენების მიმოხილვასთან ერთად, განცხადებაში საუბარია რეორგანიზაციის გამოცხადების წინაპირობებზე და კანონთან შესაბამისობის საკითხებზე.
„გილდია“ მიმართავს კულტურის მინისტრსა და ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელს:
დაუყოვნებლივ შეწყდეს კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებები;
შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი, მინისტრის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების მაგივრად, დირექტორი დაინიშნოს ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია შეარჩევს.
კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესში გათვალისწინებული იყოს პროფესიული კომპეტენცია, როგორც სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024