21/10/2024
15:32
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ამოს ჰოხშტეინის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებთან ლიბანის „ბედის“ დაკავშირება ლიბანელების ინტერესებში არ შედის.
ამოს ჰოხშტეინმა, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე, დასძინა, რომ „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია, მაგრამ სიტუაცია გამწვავებული და "უმართავია".
„აშშ-ის მთავრობა ეცდება, რომ ლიბანში, თაობების განმავლობაში, ეს ბოლო კონფლიქტი იყოს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვთანამშრომლობთ ლიბანის სახელმწიფოსთან და ისრაელთან, რათა ეს კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება სწორედ კონფლიქტის მოგვარებაა გაეროს 1701-ე რეზოლუციის საფუძველზე“, - თქვა ჰოხშტეინმა და ხაზი გაუსვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1716-ის მნიშვნელობას, რომელიც „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ბრძოლის შეწყვეტას მოითხოვს.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024