30/05/2023
16:09
ეკონომიკა
რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა, რომელიც ივნისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს, ქვეყნების ჩამონათვალში - "აფხაზეთი“ დაამატა.
კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - flyredwings.com - ქვეყნების ჩამონათვალში - აფხაზეთი დღეს გამოჩნდა. მანამდე, კერძოდ, 18 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენებზე ოპერირების უფლება მიანიჭა, აფხაზეთი ჩამონათვალში არ იძებნებოდა.
ცნობისათვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Red Wings-ზე ნებართვა 18 მაისს გასცა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ფრენებს 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე დაიწყებდა. თუმცა ამ დრომდე კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ გამოჩენილა, შესაბამისად, არც ბილეთების გაყიდვები დაწყებულა. სამაგიეროდ, დღეს Red Wings-მა - "აფხაზეთი“ დაამატა.
0
0