16/01/2024
01:07
მედიცინა
საზოგადოებაში არსებობს მითი იმის შესახებ, რომ გაციება, ხველება და სურდო გვემართება გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გამო.
გვექმნება ილუზია, რომ გარეთ სიცივეში გასვლა, გასეირნება ან წვიმაში მოხვედრა მთავარი მიზეზებია გაციების, მაგრამ რეალურად ეს ასე სულაც არ არის.
ზამთარში უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ადამიანს რაიმე სახის ვირუსი შეეყაროს, მაგრამ სიცივეში გარეთ გასვლა არანაირად არ არის გაციების მთავარი ფაქტორი.
არც სიცივის შეგრძნება არ ზრდის გაციების შანსებს.
არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს თბილად ეცმევა თუ თხლად - აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სულ სხვა მიზეზებზეა დამოკიდებული:
1. ჩაკეტილ სივრცეებში დიდი დროით დაყოვნება:
სიცივეში და განსაკუთრებით ზამთარში, ადამიანები ბევრად დიდ დროს ატარებენ ჩაკეტილ სივრცეებში. ერთი შეხედვით ეს კარგი გამოსავალიც უნდა იყოს, რადგან ჩაკეტილ სივრცეებში სითბო და კომფორტია, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. შიდა სივრცეები ბევრად ცუდად ნიავდება გარე სივრცეებთან შედარებით, რომლებიც ფაქტობრივად, უნივერსალური ვინტილაციის პირობებშია. შიდა სივრცეებში ყოფნა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი გაციებულია, ან უახლოეს წარსულში აქვს გადატანილი გაციება, არარეკომენდირებულია.
2. ჰაერის დაბალი ტენიანობა:
ვირუსები აერწვეთოვანი გზით გადაადგილდებიან და ლოგიკურია, ჰაერის ტენიანობა მათ გავრცელებაზეც მოქმედებს. ზაფხულში, როდესაც ჰაერში მეტი ტენიანობაა, წყლისმცირე წვეთებში მყოფი ვირუსები ჰაერში ნაკლებად იფანტებიან და ძირს ეცემიან, ხოლო ზამთარში ყველაფერი პირიქით ხდება. ჰაერი მშრალია, წვეთები მცირეა და ვირუსებიც მარტივად გადაადგილდებიან, ხოლო როდესაც ამას ემატება ადამიანთა ჩაკეტილ სივრცეებში ხშირი ყოფნა, ლოგიკურიცაა, რომ ზამთარში ძალიან მარტივად ვრცელდება ვირუსული დაავადებები.
3. სიცივე და სასუნთქი გზები:
ტემპერატურის ცვლილება ჩვენს ორგანიზმზე მოქმედებს და გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმს აფერხებს. ცხვირის უჯრედები დაფარულია ზედაპირული ცილებით, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსების აღმოჩენა.
როდესაც ისინი ვირუსს აღმოაჩენენ, სიგნალს აძლევენ უჯრედს, რომელიც ბუშტუკებს წარმოქმნის, რომლებიც უჯრედის იმიტაციას აკეთებენ და დიდი შანსია, რომ ვირუსი უჯრედების მაგივრად მათ დაესხან თავს. ამ უჯრედში არსებული გენები კი გაციების ვირუსთა ნაწილს მარტივად კლავს. როდესაც სიცივეში ვართ, ბუშტუკების წარმოქმნილი რაოდენობა მცირდება, რაც მარტივს ხდის ვირუსებისთვის ჩვენ სხეულში შემოღწევას. 37 გრადუსიდან 32 გრადუსამდე ტემპერატურის დაცემის დროს (ცხვირის ტემპერატურა) წარმოქმნილ ბუშტუკთა რაოდენობა ნახევრდება.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცივე არ არის მთავარი მიზეზი გაციებისა და რეალურად, ჩაკეტილ სივრცეებში უფრო დიდი შანსია იმისა, რომ აირწვეთოვანი გზით ვირუსი შეგვეყაროს.
გარეთ ყოფნა რეალურად ამცირებს გაციების შანსს, რადგან მცირეა იმის შანსი რომ ვირუსი შევისუნთქოთ - საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და სხვა არავენტილირებული სივრცეებში ყოფნა მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
გამოყენებული წყაროები:
www.snexplores.org/article/explainer-why-easier-get-sick-colds-flu-winter
www.youtube.com/watch?v=fyO5AA65h8U
0
0