16/08/2023
17:27
ეკონომიკა
მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა საქართველოზეც აისახა. ბოლო 3 თვეში მსხვილი ბენზინგასამართ სადგურების ტაბლოებზე ფასნამატი 30-დან 40 თეთრამდე მერყეობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ფასის ზრდის მიზეზი უკვე გაძვირებული პროდუქტის იმპორტია. მსოფლიოში ფასების ზრდა კი ნავთობის მოპოვების შემცირებამ, გაზრდილმა მოთხოვნილებამ და ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა განაპირობა.
„იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი გადამამუშავებელი სექტორები, არ გვაქვს ჩვენი ნავთობი, ჩვენ ვყიდულობთ ყველაფერს. ვყიდულობთ დოლარზე და ვყიდით ლარში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მოქმედებს ფასზე. წინასწარმეტყველი არ არსებობს ამ დარგში, რომ განსაზღვროს ხვალ, ზეგ რა და როგორ იქნება, იმიტომ რომ ეს ნავთობია და ნავთობის ფასი თამაშობს. თუ მარაგები არ გვექნება, ხვალინდელი დღე ძალიან გაგვიჭირდება“, - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.
0
0