05/12/2022
20:40
სპორტი
და მაინც, ფეხბურთი, რაც არ უნდა თქვას მავანმა, ერთ-ერთ ყველაზე პროგნოზირებად და საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, ლოგიკურ თამაშად შეიძლება მივიჩნიოთ.
განსაკუთრებით ეს ეხება ფლეი-ოფის სტადიას, როდესაც სრული გარდაუვალობით იმერჯვებს ის, ვისაც უნდა გაემარჯვა.
არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი და ჰოლანდია, მსოფლიო ფეხბურთის ძველი არისტოკრატიაა, არისტოკრატები კი, როგორც ისტორია გვიამბობს, ადვილად არ თმობენ საკუთარ ელიტარულ სტატუსს.
თუმცა, ყველა კანონზომიერებას გააჩნია ერთი გამონაკლი.
როგორც ცნობილია, ტენდენციის განსამტკიცებლად გამონაკლისი ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით თავს უფლებას მივცემ და გამოვთქვამ ერთ მოსაზრებას და ერთ წინასწარმეტყველებას.
მაშ ასე, გერმანიის ნაკრების ზედიზედ ჯგუფში მეორედ ჩარჩენა არ შეიძლება შეფასდეს უბრალო შემთხვევითობით. ჩემი აზრით, გერმანიის მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის კულტურულ ტრანსფორმაციაში, რომელიც გამოწვეულია დემოგრაფიული ცვლილებებით.
კულტურული ტრანსფორმაცია შეიძლება ატარებდეს როგორც პოზიტიურ ისე ნეგატიურ ხასიათს. მაგალითად, საფრანგეთის შემადგენლობის გამრავალფეროვნება მხოლოდ პოზიტიურად აისახება ამ ნაკრების თამაშის ხარისხზეც და შესაბამისად მის ეფექტურობაზე და ეფექტიურობაზეც.
გერმანიის მაგალითზე კი შეიძლება პირიქით ითქვას. ეთნიკური კომპონენტის სიჭარბემ მოახდინა გერმანელთათვის მთავარი, მათთვის იმანენტური, თვისების ნიველირება.
უაღრესი ორგანიზებულება, შესაშური დისციპლინა, დაუზოგავი შრომისუნარიანობა და ლეგენდარული ნებისყოფა წარმოადგენდა ამ ნაკრებისთვის უნივერსალურ არქეტიპულ მახასიათებელს.
რუმენიგე, მიულერი, ფიოლერი და ბრაიტნერი - ამ სიის გაგრძელება, რომელშიც თითოეულ მოთამაშეს შეეძლო პერსონალურად გადაეწყვიტა ნებისმიერი თამაშის ბედი, შეიძლება უსასრულობამდე გაგვეგრძელებინა.
და პირიქით, მენტალურად, უწინარესად განსაკუთრებული შრომისუნარიანობით, დისციპლინითა და ნებისყოფით ძველ გერმანელებს იაპონელებს თუ მივამსგავსებთ - ამ შესაშურ და ნებისმერი სპორტული სახეობისთვის ფუმდამენტურ თვისებებს ემატება იაპონელთა აშკარა ტექნიკურ-ტაქტიკური პროგრესი.
მე არ მესმის, თუ რატომ იაპონელებთან პირისპირ დაპირისპირებაში, ერთპიროვნულ ფავორიტად მიიჩნევა ხორვატიის ნაკრები? მოკლედ, ჩემი ძალზედ უტრირებული კულტურულ- სპორტული ჰიპოთეზის თანახმად, გამოვთქვამ ჩემს წინასწარმეტყველებას ხორვატთა და იაპონიის ნაკრებების თამაშთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ დაძაბულ ბრძოლაში, რომელშიც არ გამოვრიცხავ უპრეცედენტოდ გამოვლენილ ნებელობას იაპონელთა მხრიდან, გაიმარჯვებს ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრები!
Homo futbolicus
0
0