08/05/2023
22:04
სპორტი
„ნაპოლიმ“ ოფიციალურად წარადგინა ახალი მაისური, რომელიც ფეხბურთელებმა უკვე მოირგეს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ იტალიის ჩემპიონობის საზეიმო აღნიშვნის დროს.
ნეაპოლის სტადიონზე იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ პატივსაცემად გამართულ აღლუმზე გუნდს მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა ახალი მაისური.
კერძოდ, თითოეული მოთამაშის ფორმაზე მისი პერსონალური გამოსახულებაა.
„კონკრეტული ფორმა თითოეული მოთამაშისთვის განსხვავებული იქნება. სპალეტის გუნდის წევრებმა ეს მაისურები იტალიის ჩემპიონობის აღნიშვნისას მოიცვეს, მაგრამ ლიგის მატჩებში მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება.
სერია A-ს ხელმძღავნელობამ დაბლოკა „ნაპოლის“ იდეა, რომ ლიგის მატჩები ამ ფორმით ეთამაშა. ლიგის რეგულაციებით გუნდის ყველა წევრს ერთი და იგივე მაისური უნდა ეცვას. ის ფაქტი, რომ თითოეულ მოთამაშეს შეეძლო განსხვავებული დეტალების მქონე მაისურის ტარება, შეუფერებლად მიიჩნიეს.
ამის მიუხედავად, ახალი დიზაინის მაისურების გაყიდვა გაგრძელდება „ნაპოლის“ ყველა ოფიციალურ მაღაზიაში და მისი ტარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარჯიშისა და გახურების დროს“, – წერს იტალიური გამოცემა.
0
0