რატი ბრეგაძე: თუ გადაუდებელი დახმარება გახდება საჭირო, ეს დახმარება სააკაშვილს ადგილზევე გაეწევა
29/10/2021
21:13
პოლიტიკა
A-
+A
მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობას აქვს თავისი პროტოკოლი. მიხეილ სააკაშვილს ამ პროტოკოლის შესაბამისად ყოველ ჯერზე უნდა შეეთავაზოს საკვები, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვაკეთებთ. ამავდროულად, სამედიცინო პერსონალმა უნდა აუხსნას თუ რა მავნე შედეგები შეიძლება იქონიოს შიმშილობამ ადამიანის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პრევენციისა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების გამოსარიცხად, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გახდება საჭირო, მორიგეობს რეანომობილი, შენობაში მუდმივად 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან რეანომობილის თანამშრომლები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმსა და ჯანდაცვის სამინისტროს. თუ გადაუდებელი დახმარება გახდება საჭირო, ეს დახმარება მას გაეწევა ადგილზევე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0
421
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%