26/11/2022
18:46
სამართალი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულთა ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ მათი შვილები ამ დანაშაულს არ ჩაიდენდნენ.
27 წლის სავარაუდო მოძალადის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი წარსულში ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.
"წარსულში მეუღლემ უჩივლა გამლახაო და ამიტომ არის ნასამართლევი. მე ვიცი, რომ ვიღაცის საფლავზე იყო და დედაომ არ შეუშვა. ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის! ის მეორე არ ვიცი," - აცხადებს დაკავებულის დედა.
39 წლის მამაკაცი კი, წარსულში ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. მამაკაცის მამა აცხადებს, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ჯგუფური გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი კი ხაშურის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.
0
0