04/09/2024
16:14
სპორტი
რაპირით ფარიკაობაში რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორი B ).
მან აშშ-ის წარმომადგენელი ელენ გედესი ანგარიშით 15:6 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ რაპირით ფარიკაობის მერვედფინალში ირმა ხეცურიანმა ბრაზილიელი მონიკა სანტოსი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი იაპონელ ანრი საკურაისთან დათმო.
ირმა ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ნინა თიბილაშვილს, რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დღეს დაასრულა.
ნინო თიბილაშვილმა 3 სექტემბერს კი ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამჯერად კი რაპირაში გამოდიოდა, სადაც შეჯიბრის რეპეშაჟში ფრანგ ბრიანა ვიდეს შეხვდა და 5:15 დამარცხდა.
წლევანდელ პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე სამი მედალი აქვს - ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.
0
0