05/02/2022
09:40
მსოფლიო
მისი თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ შეაგროვეს მართებული სადაზვერვო ინფორმაციის მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის მცდელობების შესახებ, გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაზე თავდასასხმელად.
ფსაკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ რუსეთი კვლავ არ გაიმეორებს იმავე ტაქტიკას.
„რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ამასთან, ფსაკიმ აღნიშნა, რომ ფაბრიკაციულ ამბებს რუსეთი სახელმწიფო ტელევიზიების საშუალებით სირიასა და უკრაინაზეც ავრცელებდა. მისი თქმით, აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიზანია, არ მისცენ რუსეთს, სიცრუის გავრცელებით უკრაინაში შეჭრის გამართლების საშუალება.
0
0