23/07/2024
17:53
კონფლიქტები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტები განიხილეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს.
„მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეების ბედზე. ასევე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობაზე, თუმცა ამ ეტაპზე არ არის მიღწეული კონსენსუსი, რომ გაგრძელდეს ათდღიანი პერიოდი, თუნდაც ერთი თვე. რამდენიმე დაკავებული ელოდება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობა. მინდა ვუთხრა უკანონოდ დაკავებულების ოჯახების წევრებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში არ დაბრუნდება
0
0