15/10/2024
10:19
მსოფლიო
ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელელი სამხედროები განზრახ დაესხნენ თავს გაერო-ს დროებით ძალებს ლიბანში, სრულიად მცდარია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, რეალობა საპირისპირო იყო.
„ისრაელმა არაერთხელ სთხოვა მათ, თავი დაეღწიათ საფრთხისგან. ისრაელმა არაერთხელ სთხოვა მათ, დროებით დაეტოვებინათ საბრძოლო ზონა, რომელიც მდებარეობს ისრაელ-ლიბანის საზღვართან. იმ დღეს, როდესაც ისრაელმა ლიბანთან სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ჰეზბოლა“ იყენებს გაერო-ს დროებითი ძალების პოზიციებს ისრაელზე თავდასხმის დროს.
„ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
0
0