12/06/2024
12:15
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არაა მოპოვებული.
მისი თქმით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის. მტკიცებულებების მოპოვება არის გამოძიების საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არის მოპოვებულო," - გამაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.
0
0