06/11/2024
14:15
პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც მან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ აშშ-ში ტრამპის გამარჯვებით, საქართველოში „ოცნება“ გაიმარჯვებს.
„მინდა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები. მივულოცავ, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს; მე გავახსენებ, რომ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრებიო და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო. ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო. არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მათ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0