02/10/2024
13:05
საზოგადოება
რადიო „სივრცე“, რომელიც თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს, უკვე ერთი წლის თავზე, კახეთშიც იმაუწყებლებს. ამის შესახებ რადიოს „სივრცის“ დირექტორმა ეკა ვეფხვაძემ დილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
„რადიო „სივრცეს“ მოისმენენ კახეთშიც, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა. რადიო „სივრცე“ სრულად დაფარავს კახეთის რეგიონს. რეგიონული ამბები კი, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.“- განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო, გადამოწმებული ინფორმაცია.
„ჩვენი თემატური მიმართულები მრავალფეროვანია და ის სრულად მორგებულია მომხმარებელზე- ჩვენს მსმენელებზე. საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი და სპორტული რადიოგადაცემები- უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენს მსმენელს საშუალება აქვს ასევე, პირდაპირ ეთერში ინტერაქტიულ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ თემებზე საკუთრი აზრი გამოთქვან.“- განაცხადა რადიოს დირექტორმა.
ცნობისთვის, „ყველა სივრცე ერთ ტალღაზე“- რადიო „სივრცე“ უკვე 1 წლისაა. 2023 წლის 2 ოქტომბერს, FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური - რადიო „სივრცე“, რომელმაც მაუწყებლობა FM 98.5 სიხშირეზე დაიწყო.
0
0