04/11/2024
17:32
პოლიტიკა
სხვა წინასაარჩევნო კამპანიებისგან განსხვავებით, 2024 წლის კამპანიის დროს ვნახეთ სიტუაცია, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ ჰქონდა - ახლა ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან, რაც ძალიან სასაცილოა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
მათიკაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ არჩევნების საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წყდებოდა.
„ოპოზიცია ამომრჩევლებთან შეხვედრებით თავს არც ადრე იკლავდა, ელემენტარული პროგრამა არასდროს არ გააჩნდათ, მაგრამ ადრე ამის მცდელობა მაინც ჰქონდათ.
ეს იმიტომ მოხდა, რომ ფიქრობდნენ, საკითხი გადაწყდებოდა არა საქართველოში ამომრჩევლების მიერ, არამედ ვიღაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს არის სიმართლე - მათ ასე ეგონათ!
„ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მილიონ 125 ათასი ხმით მოიგო - ამიტომ სასაცილოა გაყალბების მასშტაბებზე საუბარი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0