03/12/2022
12:59
სამართალი
გუშინ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები ახალ ვერსიას ჰყვებიან.
მათი განცხადებით, მკვლელობას ჰყავს თვითმხილველიც.
როგორც სოფელში ამბობენ, მეზობელს 35 წლის მამაკაცმა დანით 4 ჭრილობა მიაყენა. ფაქტს ჰყავს თვითმხილველი, რომელიც გუშინდელ შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ ტყეში “ძმობის შეფიცვის მიზნით” მოხდა ცივი იარაღის გამოყენება.
“გუშინ მას ახალგაზრდა მამაკაცმა დახმარება სთხოვა, ისინი ტყეში წაიყვანა და შესთავაზა, რომ ძმობა შეეფიცა, ამის გამო გაიჭრა თითი და შემდეგ მოულოდნელად აგრესიული გახდა და თავს დაესხა ერთ-ერთ თანმხლებ პირს”, აცხადებენ სოფელში.
მამაკაცი, რომელსაც 4 ჭრილობა მიაყენა, 61 წლის იყო. მეორე მეზობელმა კი, გაქცევა მოახერხა. სწორედ მისი დახმარებით იპოვეს გარდაცვლილი.
არსებული ინფორმაციით, გუშინ, მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი მსვერპლით დასრულდა. ერთ-ერთმა პირმა მეზობელი დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
0
0