05/01/2022
18:13
მსოფლიო
„რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში ვიქნები. უახლოეს დროში ყაზახეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციის საკითხზე ახალი წინადადებებით გამოვალ. კვლავ მხარს ვუჭერ ეტაპობრივი რეფორმების მიდგომას“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს, რომელსაც აქამდე სათავეში ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი ედგა.
მისი თქმით, ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.
ალმათიში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია.
ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქალაქ ალმათიში და ყაზახეთის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
0
0