20/12/2021
16:07
ჰოროსკოპი
1. ნივთები დაახარისხეთ, უსარგებლო ნივთები მოიცილეთ
მნიშვნელობა არ აქვს ახალ წელს სტუმრებს ელოდებით თუ დღესასწაულის აღსანიშნავად სხვა ქვეყანაში მიდიხართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი დაალაგოთ, ნივთები დაახარისხოთ და ადგილი მიუჩინოთ. ძველი ან უსარგებლო ნივთები ცალკე გადადეთ. ნივთები, რომლებიც უსიამოვნო მოგონებებს უკავშირდება ან უბრალოდ არ გახარებთ, მოშორებით შეინახეთ ან ვინმეს აჩუქეთ. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ადგილს გაათავისუფლებთ ახლისთვის, მით მეტი სიახლე იქნება თქვენს ცხოვრებაში. თუ სახლის დალაგების და ნივთების დახარისხების საკითხს კეთილსინდისიერად მიუდგებით, სახლში უამრავ უსარგებლო ნივთს აღმოაჩენთ. აჩუქეთ მათ, ვისაც თქვენზე მეტად სჭირდებათ ან უბრალოდ გადაყარეთ.
2. ახალი, მაგრამ უსარგებლო
ბევრ ჩვენგანს აქვს სახლში სრულიად ახალი ნივთი, რომელიც დაუფიქრებლად შევიძინეთ და ვერაფერში გამოვიყენეთ. ზუსტად არავინ იცის როდის გვებინდება გონება და რატომ ვყიდულობთ კაბას, რომლესაც არასოდეს ჩავიცვამთ, ფეხსაცმელს, რომელიც ფეხს გვტკენს ან ლარნაკს, რომელიც ინტერიერს არ უხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს სახლებში უამრავი ასეთი ნივთია. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ახალი ნივთი, რომელიც არაფერში გჭირდებათ - შესაძლოა, ვიღაცისთვის ის ძალიან საჭირო იყოს.
3. გაისტუმრეთ ვალები (ფინანსური)
კარგია, როცა ადამიანი ფინანსურ ხარჯებსპასუხისმგებლობით ეკიდება და ვალების აღებისგან თავს იკავებს, მაგრამ თუ ეს თქვენ არ გეხებათ, ეცადეთ ფინანსური ვალდებულებები ახალ წლამდე შეასრულოთ და ვალები გაისტუმროთ - სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. ამით ახალ წელს თქვენსკენ მომავალ ფინანსურ ნაკადებს გზას გაუხსნით.
4. გაისტუმრეთ ვალები (ემოციური)
ახალ წლამდე ემოციური ვალების გასტუმრება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი, რისი თქმა ან დაწერაც დიდი ხანია გინდათ, უნდა თქვათ ან დაწეროთ. ეცადეთ გამოყოთ რამდენიმე დღე აზრების დალაგებისა და გრძნობებში გარკვევისთვის, რომ საკუთარი ცხოვრებიდან გაუშვათ ის, რაც არ გჭირდებათ. გახსოვდეთ, წესრიგი საკუთარ თავსა და გრძნობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახლის მოწესრიგება - სანამ თავში წარსულზე ფიქრები გიტრიალებთ, მომავალზე ფიქრისა და ოცნებების ასრულების ადგილი არ რჩება.
5. შეაჯამეთ შედეგები
ახალი წლის წინ მიღწევათა შეჯამება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, საკუთარი თავის მიმართ სამართლიანი იყოთ და გაიხსენოთ თქვენი ყველა მიღწევა და გამარჯვება, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო. მათაც საკუთარი წონა და ღირებულება გააჩნიათ.
6. დაგეგმეთ ერთი პატარა, დიდი სასწაული
ჩვენ უკვე გავიზარდეთ და მშვენივრად ვიცით, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს თოვლის ბაბუა არ ტოვებს, მაგრამ ადამიანს სასწაულის მოთხოვნილება სიცოცხლის ბოლომდ მიყვება. სულ ერთია, რა არის ეს სასწაული: ფინანსური დახმარება, ლამაზი ტანსაცმელი, სილამაზის სალონის აბონემენტი თუ ტკბილეული.
დაფიქრდით, იქნებ თქვენს გვერდით არსებობს ადამიანი, რომელსაც პატარა სასწაულს აჩუქებთ და გააბედნიერებთ? სიკეთის ჯაჭვი ხომ ყოველთვის იმას უბრუნდება, ვინც წამოიწყო?
7. აჩუქეთ საჩუქარი საკუთარ თავს
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, ამიტომ საკუთარი თავი საჩუქრის გარეშე არ უნდა დატოვოთ. სულ ერთია, ეს თეატრში წასვლა იქნება, ლამაზი კაბა, გემრიელი ტორტი თუ რამდენიმე საათი სპა ცენტრში. მთავარია საკუთარ თავს აჩვენოთ, რომ ნამდვილად გიყვართ .მაშინ საახალწლო განწყობაც გარანტირებულია და ახალი წელიც ბედნიერი იქნება.
0
0