10/12/2022
17:51
ეკონომიკა
“გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის მართვაში, GWP-ის წილის 80% გაიყიდა და იყიდა ევროპაში ძალიან გამოცდილმა და ცნობილმა კომპანია “Aqualia” -მ, ესპანურმა კომპანიამ, რომელიც სიდიდით მესამეა ევროპაში. მათი მხრიდან არის მზაობა უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებისა და მომდევნო წელი იქნება სწორედ, ის პერიოდი, როცა ჩვენ ამ კომპანიასთან ერთად, საინვესტაციო პროექტების მოცულობაზე და ტარიფზე მის ზეგავლენაზე გვექნება მუშაობა და სწორედ, აქაც გარკვეული ასე ვთქვათ, ოქროს შუალედის არჩევა მოგვიწევს", ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ “Spnews • სააგენტო სივრცეების” გადაცემაში, “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” განაცხადა.
ნარმანიას თქმით, მეტი ინვესტიციის განხორციელება ნიშნავს იმას, რომ ეს ინვესტიცია ფასზე აუცილებლად იქონიებს გავლენას, რაც ტარიფის გაზრდას გულისხმობს.
“მეტი ინვესტიციის განხორციელება ნიშნავს იმას, რომ ეს ინვესტიცია ტარიფზე აუცილებლად იქონიებს გავლენას, ანუ ტარიფზე ზეწოლას და ჩვენც მოგვიწევს ტარიფის გაზრდა.
აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, ისეთი მოცულობის საინვესტიციო პროქტები შევითანხმოთ, რაც ტარიფზე დიდ გავლენას არ იქონიებს, მაგრამ ახლა უკვე დგება ის ეტაპი, როცა უფრო მეტი ინვესტიციები უნდა შევითანხმოთ, რათა უფრო სწრაფი ტემპებით წავიდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები უბნებში, რათა წყვეტების რაოდენობა შემცირდეს ამდენად, ეს მომავალში აუცილებლად იქონიებს ტარიფზე ზეგავლენას ეს, უნდა ვიცოდეთ,” - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან”.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024