რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "უდინეზესთან" მატჩში?
05/05/2023
01:41
სპორტი
A-
+A
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და "პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 5 ტურით ადრე გაინაღდა.
"პარტენოპეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი გაატარა, ქართველი ირვინ ლოსანომ შეცვალა.
უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 6.7 ქულა დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ ოსიმენი გახდა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
0
0
326
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%