17/09/2024
11:27
მსოფლიო
„არ ინერვიულოთ, აქ ყველაფერი რიგზეა,“ - ეს ბოლო შეტყობინება იყო, რომელიც კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავ „ტიტანის” ხუთკაციანი ეკიპაჟისგან [აფეთქებამდე] მისმა დამხმარე გემმა "Polar Prince"-მა მიიღო.
აშშ-ის სანაპირო დაცვის გამომძიებლების განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა პირველად წარმოადგინა უპილოტო წყალქვეშა აპარატით გადაღებული „ტიტანის“ კუდის კონუსის სურათი, რომელიც აფეთქების შემდეგ ზღვის ფსკერზე მოხვდა.
„„ტიტანმა“ ჩაყვინთვა, ადგილობრივი დროით, 09:17 საათზე დაიწყო და, ამავე, დროს, „Polar Prince"-ის დამხმარე პერსონალმა წყალქვეშა ნავის სიმტკიცე და წონა, ასევე ბორტის მონიტორზე ნავის ხილვადობის ხარისხი გადაამოწმა. კომუნიკაციები არამდგრადი იყო, მაგრამ ჩაყვინთვიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გემის დამხმარე პერსონალმა „ტიტანის“ ეკიპაჟისგან შეტყობინება მიიღო - "არ ინერვიულოთ, აქ ყველაფერი რიგზეა".
ეს ბოლო შეტყობინება, ადგილობრივი დროით, 10:47 საათზე, 3346 მ სიღრმიდან გამოიგზავნა და შემდეგ კომუნიკაცია გაწყდა.
„ტიტანის“ კორპუსი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ არ შემოწმებულა, რაც მისი ხარისხის კონტროლს და გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს და წყალქვეშა ნავი ამინდისა და სხვა ელემენტების ზემოქმედების ქვეშ დარჩა,“ - ნათქვამია აშშ-ის სანაპირო დაცვის გამომძიებლების განცხადებაში.
„ტიტანის” მწარმოებელის OceanGate-ისთვის რთული იყო მისი დიზაინის შერჩევა, უსაფრთხოების ხარისხისა და რეგულაციებთან შესაბამისობის განსაზღვრა. როგორც კომპანიის ყოფილმა საინჟინრო დირექტორმა ტონი ნისენმა თქვა, მტკიცებულებები, რომლებიც მან ნახა, "შემაშფოთებელი იყო".
„OceanGate-ის გარდაცვლილი აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, რომელიც „ტიტანის“ ბორტზე იმყოფებოდა, საინჟინრო გადაწყვეტილებების უმეტესობაზე ბოლო სიტყვას ამბობდა და მასთან მუშაობა რთული იყო. სტოკტონი იბრძოდა იმისთვის, რაც სურდა და, გადამწყვეტ მომენტში, აზრს ოდნავადაც არ შეიცვლიდა. საბოლოოდ, თანამშრომელთა უმეტესობა სტოკტონს წინააღმდეგობას აღარ უწევდა და ეს სიკვდილის ტოლფასი იყო,” - თქვა ტონი ნისენმა.
ტრაგედიის 15-თვიანი გამოძიების პირველი საჯარო ეტაპი 16 სექტემბერს დაიწყო. „ტიტანის“ საბედისწერო ჩაყვინთვის შესახებ უპასუხო კითხვებმა ხანგრძლივი დებატები გამოიწვია. აშშ-ის სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭო OceanGate-ის 10 ყოფილ თანამშრომელს, მათ შორის, კომპანიის თანადამფუძნებელს გილერმო სონლეინს და საზღვაო უსაფრთხოებისა და წყალქვეშა მკვლევარებს, დაკითხავს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დაკითხვა ხელს შეუწყობს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გარკვევას და მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდება“, - განაცხადა საგამოძიებო საბჭოს თავმჯდომარემ ჯეისონ ნოიბაუერმა.
0
0