30/01/2023
13:09
ეკონომიკა
როგორია „ნაცმოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი მდგომარეობა. დეკლარაცია მას როგორც პარლამენტის წევრს 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავი ქონება. მის საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში - 2 179 ლარი ჰქონდა.
ამასთან პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი, წერს “ბიზნესპრესნიუსი”.
ცნობისთვის, ხაბეიშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც 2022 წელს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა. ამასთან, მათი შეფასებით, დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
როგორც ცნობილია, დღეს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 52.58%-ი მოიპოვა.
წყარო: bpn.ge
0
0