02/09/2024
21:06
კულტურა
როკ ბენდი Placebo საქართველოში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს, ამის მიზეზად ჯგუფმა გარემოებები დაასახელა, რომელიც ორგანიზატორების პროფესიონალიზმთან კავშირში არაა.
მათი თქმით, ჯგუფი აუქმებს 8 სექტემბერს, ყაზახეთში დაგეგმილ კონცერტსაც.
"Placebo-ს ძვირფასო ფანებო, ვწუხვართ გაცნობოთ, რომ 8 სექტემბერს ყაზახეთში, ალმათში Park Live Festival-ზე ვერ წარვდგებით.
ამის მიზეზია გარემოებები, რომლებიც ორგანიზატორების პროფესიონალიზმთან კავშირში არაა და რისი გადაჭრაც ვერ შევძელით. შედეგად, ჩვენი ქართველი პრომოუტერების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ლოჯისტიკურად შეუძლებელი გახდა 12 სექტემბერს თბილისში გამოსვლა.
ჩვენ ღრმად ვწუხვართ იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ამან შეიძლება გამოიწვიოს. დიდ ბოდიშს ვუხდით ჩვენს ყველა გულშემატკივარს ყაზახეთსა და საქართველოში ასეთ გვიან ეტაპზე კონცერტების გაუქმებისთვის. ასევე, ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შორიდან აპირებდა ჩამოსვლას.ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ეს შესაძლებელი იქნება.
გმადლობთ გაგებისთვის. ბრაიანი და სტეფანი", - წერია Placebo-ს განცხადებაში
0
0