27/06/2024
11:57
სპორტი
2024 წლის 26 მარტს, თბილისის ქუჩები იმპროვიზებული მსვლელობის ცენტრად იქცა, როდესაც მთელი საქართველო წარმოუდგენელ წარმატებას აღნიშნავდა - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში, საბერძნეთს მოუგო, ახლა კი - ევრო 2024-ის ნოკაუტ ეტაპზე გავიდა - პორტუგალიასთან თამაშში ქართულმა ნაკრებმა ბოლო ჯგუფური ეტაპის მატჩი ანგარიშით 2-0 დაასრულა და ამით ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა.
„ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მაღალ შედეგებში ეჭვი არავის ეპარებოდა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაპოლის თავდამსხმელმა პორტუგალიელ ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს მაისური გამოართვა.
პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა აღიარა, რომ მათმა მოწინააღმდეგეებმა "გამარჯვების წარმოუდგენელი რწმენა" გამოავლინეს და "მოგებაც დაიმსახურეს",“ - წერს BBC-ი.
"მსგავსი შედეგი მივიღეთ ჯერ კიდევ მარტში, როდესაც საქართველომ ევროტურნირზე კვალიფიკაცია მიიღო - დღევანდელი კიდევ უფრო დიდი გამარჯვებაა. თბილისი ამაღამ არ აპირებს დაძინებას! ქუჩებში ხალხი სიხარულისგან ყვირის და ბედნიერია", - განუცხადა ქართველმა საფეხბურთო ჟურნალისტმა დათო ლობჟანიძემ BBC Radio 5 Live-ს.
როგორც BBC-ი წერს, საქართველოს ნაკრები მაქსიმალური სიმტკიცით თამაშობდა, რამაც პორტუგალიას რამდენიმე შანსი შეუზღუდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, საფრანგეთისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მცველმა, თქვა: „როცა შეჯიბრში „პატარა გუნდი“ ხარ, იცი, რომ დასაკარგი არაფერი გაქვს."
„ამ მატჩის ყურებისას იგრძნობოდა, თუ რამდენად ლამაზი სპორტია ფეხბურთი. სრული თამაში სავსე იყო შესანიშნავი მომენტებით. ისინი იბრძოდნენ, ტექნიკურადაც შესანიშნავები იყვნენ. დაელოდეთ მათთან თამაშს შემდეგ რაუნდში", - განუცხადა BBC Radio 5 Live-ს "ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა პეტ ნევინმა.
მატჩისშემდგომი ეიფორიული ზეიმი დიდხანს დარჩება ქართველების მეხსიერებაში. ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. საქართველო-ესპანეთს შორის მერვედფინალური ეტაპის მატჩი 30 ივნისს გაიმართება.
0
0