ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი - თენგიზ ცერცვაძე
18/10/2021
13:23
საზოგადოება
A-
+A
მოველოდი, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელა წავიდოდა, რადგან ანტივაქსერები მძლავრობენ, მაგრამ ამას, რაც მოხდა, არ ველოდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი. გვაქვს ვაქცინების განუსაზღვრელი რაოდენობის და თან საუკეთესო ვაქცინები, უკიდურესად ხელმისაწვდომია იმუნიზაციის ქსელი. 500-ზე მეტი ვაქცინაციის ცენტრი მოქმედებს, ასევე - მოძრავი ავტობუსები, სადაც შეგიძლია აიცრა, ამცრელი ბრიგადები მუშაობენ რეგიონებში, ბინებზე მიდიან. ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ამ დროს გვაქვს ძალიან მაღალი რიცხვი ახალი ინფექციების, მეორე ადგილზე ვართ ევროპაში მონტენეგროს შემდეგ და ამავდროულად, შედარებით დაბალი პროცენტი გვაქვს სიკვდილობის. ამას ვინარჩუნებთ კლინიკური სექტორის უკიდურესად დაძაბული და როგორც ირკვევა გამართული, სწორი მუშაობის შედეგად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0
0
399
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%