ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 53%-მდე გაიზარდა - ამირან გამყრელიძე
25/01/2022
12:36
საზოგადოება
A-
+A
ჩემი მთავარი რეკომენდაცია ყოველთვის გახლდათ, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს - ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, სანიტარული წესრიგი, თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, განსაკუთრებით სადაც სუფრა არის, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გავრცელება ხდება ამ ადგილებში, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა.
„ცოტა მიხარია, რომ ბოლო მონაცემებით [პირბადის ტარების მაჩვენებელი] 53%-ზე არის ასული. ანუ, ხალხი ოდნავ შეშინდა, ვიგრძენით, რომ პირბადეს მართლა აქვს დაცვა. 53%-დან თუ 80-სა და 90-ზე ავალთ, კიდევ უფრო შედარებით მშვიდად გადავიტანთ ამ ტალღას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
0
0
372
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%