19/12/2022
15:45
სამართალი
ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პირი თავისუფალია. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის თქმით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ქუთაისში, 16 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ დროს, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტობუსი დაძრა და მგზავრებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მისი დაკავება მალევე მოხდა.
ცნობისთვის, შემთხვევის დღესვე ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ არ არის გამტაცებელი, მთვრალია, მთვრალი.."
0
0