11/11/2024
12:38
სოც-ქსელები
გუშინ, ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც შეუერთდა. მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახლდათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
აქციაზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გვიან ღამით ვრცელდებოდა. საზოგადოების ნაწილის ყურადღება ნანუკა ჟორჟოლიანის ქურთუკმა მიიქცია. ჟურნალისტის ფოტოებით გაკეთებული კოლაჟის გამავრცელებლების თქმით, აქციაზე ჟორჟოლიანს 18- ათასლარიანი ქურთუკი ეცვა.
- "სხვებს ლობიანებს აჭმევს და თავად დაითბუნა ტანი“
- "ჯერ რატომ უნდა ღირდეს ნივთი ამხელა ფასი და მერე რატომ უნდა გინდოდეს ჩაიცვა“
- "მამამისის პატრონს რა ჭირს მოსატეხი?“ - წერდნენ კომენტარებში.
ნანუკა ამბობს, მისი ქურთუკი რეალურად გაცილებით ნაკლები ღირს და ამავე დროს, მაშინ შეუძლიათ მისი ტანსაცმლის ფასის დათვლა, როდესაც ის სახელმწიფო მოხელე იქნება, სხვა შემთხვევაში არავისი საქმე არ არის, რა ღირებულების სამოსს ჩაიცვამს
- ქურთუკი 4000-ლარიანია, ეს ერთი და მეორე, მე სახელმწიფო მოხელე ვარ? - მე ხალხის ფულით ვფინანსდები? - ამიტომ ვისი რა საქმეა რა ღირს ჩემი ქურთუკი. ეს დაუთვალონ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათი ფულით ფინანსდებიან. მე სახელმწიფო მოხელე არასოდეს ვყოფილვარ, ხალხის ფულით არასოდეს დავფინანსებულვარ და თუ მინდა, 100-ათასლარიან ქურთუკს ჩავიცვამ.
გარდა ამისა, რა იციან, მე ვიყიდე თუ სხვამ მაჩუქა. სულ რომ მე მეყიდა, მაქვს იმის უფლება და ფუფუნება ასეთი ქურთუკი ვიყიდო. სინამდვილეში ამ ქურთუკის ღირებულება 4700 ლარია. მეორე საკითხია მე ვიყიდე, თუ არა, მაგრამ ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე. რა ქურთუკსაც მინდა, იმ ქურთუკს ჩავიცვამ. როდესაც სახელმწიფო მოხელე გავხდები, ამ ხალხის ფულით დავფინანსდები, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ რაც უნდათ ის დამითვალონ. ოღონდ იცოდეთ, რომ არასოდეს სახელმწიფო მოხელე არ გავხდები.
- თუმცა გქონდათ პოლიტიკაში მოსვლის მცდელობა.
- კი, მაგრამ სახელმწიფო მოხელე არ ვყოფილვარ და არც არასოდეს გავხდები. მაგრამ თუ გავხდებოდი ოდესმე, რომც ვყოფილიყავი, ხალხს აქვს უფლება დამითვალოს, მე რა მაცვია და რა მახურავს. მე არ ვარ იმ რეალობაში, როგორც ისინი არჩენენ ბიუჯეტით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც ასევე ძვირადღირებული ტანსაცმელი აცვიათ, არავის ეკითხება, მე რა მაცვია, რას ვჭამ და სად ვცხოვრობ.
- წერდნენ, "იმ ფულით" იყიდა, სხვებს ლობიანებს აჭმევსო (საუბარია ნანუკას ფონდზე, როდესაც აქციაზე საკვებით მარაგდებოდნენ მონაწილეები ავტ.)
- რატომ, გუშინ არ მეცვა და გუშინწინ, ვიდრე ფონდი მექნებოდა? - როდისმე არ მეცვა ძვირადღირებული ტანსაცმელი? სამწუხაროდ, ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა რომ ჩემი შემოსავალი არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა და არა მხოლოდ მე, ჩემმა ოჯახმაც.
ambebi.ge
0
0