19/12/2022
16:57
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი - ბ.კ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო.
ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
0
0