21/08/2024
12:46
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „ლევანტეს“ ყველაზე ღირებული აქტივია, რომელშიც კლუბი ხუთ მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ეს ტრანსფერი რეალური არ ჩანს, რადგან ჯერ ამ თანხას ვერავინ იხდის, – ამის შესახებ გამოცემა Superdeporte წერს.
„ევროპის ჩემპიონატზე თამაშისა და ლა ლიგა 2-ში შესანიშნავი დებიუტის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილისთვის სატრანსფერო ამბები ჯერ არ დასრულებულა.
ქოჩორაშვილი ევრო 2024-ის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. „ლევანტე“ ელოდება სატრანსფერო ბაზრის დასრულებას, რადგან გუნდშია ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია კლუბის ანგარიში შეავსოს. ქართველი ვალენსიელთათვის ძალიან ღირებული მოთამაშეა, მის სანაცვლოდ ესპანური კლუბი დაახლოებით ხუთ მილიონ ევროს ითხოვს.
თუმცა ფასი ფიქსირებული არაა და ნახევარმცველთან დაკავშირებით „ლევანტე“ უკეთეს წინადადებას ელის. ინგლისის პრემიერლიგა საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ამ დროისთვის არცერთი კლუბის ოფიციალური შეთავაზება გაკეთებული არ არის.
კლუბის ხელმძღვანელობამ ევრო 2024-მდე ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, რადგან იცოდა, როგორი ფეხბურთელი ჰყავდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. ამ სტრატეგიულმა ნაბიჯმა გაამართლა, ქოჩორაშვილი ტურნირზე პოპულარული გახდა.
„ლევანტეს“ მწვრთნელი ხულიან კალერო კარგად იცნობს თავისი მოთამაშის შესაძლებლობებს, მის საბაზრო პერსპექტივას და იცის, რომ ინტერესი არსებობს.
ყველაფრის გათვალისწინებით, ამ დროისთვის გიორგი ქოჩორაშვილის გუნდიდან წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან დასახელებულ თანხას ჯერ არავინ იხდის. გიორგი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „ხიხონთან“ შეხვედრაში, ის „ლევანტეს“ შესანიშნავი გოლით დაეხმარა და მოედანზე ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ“, – წერს Superdeporte.
0
0