ქობულეთის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
26/03/2024
16:39
სამართალი
A-
+A
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, “სფეისნიუსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა.
ჩვენი ინფორმაციით, ევაკუაცია განხორციელდა ქობულეთის კიდევ რამდენიმე სკოლაში და ამასთან, მუშაობს პოლიციაც.
“სფეისნიუსს” რესურსცენტრშიც დაუდასტურეს, რომ სკოლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.
სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს.
დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.
0
0
343
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%