07/02/2024
11:16
კულტურა
“ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს”, - ამის შესახებ რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, სოციალურ ქსელში წერს.
რეპერის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან "დრაგ ბოლზე" მომღერალ ნანი ბრეგვაძის მიწვევა გააპროტესტა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აზრს არ შეაცვლევინებს და კვლავ იქნება იმ პროპაგანდის და ორგანიზაციების წინააღმდეგი რომლებიც ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ტრადიციებისა და წესების შეცვლა.
"ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს.
ყურადსაღებია რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის "დრაგ ბოლზე" მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან "რევანშის" დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მით უმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს...
ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით რომ, მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების რომლებიც, არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა - თანამედროვე და ნათელ მხარეს მდგომი.
ვიცი ბევრს "კეთილმოსურნეს" გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არ ვაპირებ არც ერთი სიმღერით" - წერს მასტერი
0
0