18/08/2022
13:49
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქერჩის ხიდი, რომელიც რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა, უკანონო ობიექტია და მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ამისთვის კი რუსების ნებართვა საჭირო არ არის.
„ქერჩის ხიდის შესახებ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ეს უკრაინაა. ასე რომ, ეს ხიდი არის უკანონო ობიექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა უკრაინას არ გაუცია. ის ზიანს აყენებს ნახევარკუნძულის ეკოლოგიას და საჭიროა მისი დემონტაჟი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოხდება ეს - მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა“, - წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, ქერჩის ხიდი ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსულმა მხარემ ააშენა, რომლის სიგრძეც 19 კილომეტრია.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024