16/09/2024
17:36
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში G1 კატეგორიის სარეიტინგო ჩემპიონატზე "Riga open 2024" მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ტაეკვონდოისტებმა ასპარეზობა 12 მედლით დაასრულეს.
კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მიიღეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე გურაბანიძე და აბალფაზ მამედოვი გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ნინიაშვილმა, ალექსანდრე ტრეგლაზოვმა, მარიამ ცქიტიშვილმა და გიორგი ლექვთანიძემ.
ეროვნული ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონობა ზურაბ კინწურაშვილმა იზეიმა, ვერცხლის მედლები კი მოიპოვეს ვიტალი გელაძემ და ილია მაცაბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩემპიონატამდე კადეტთა და იუნიორთა ნაკრებებმა შეკრება გაიარეს.
ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024