16/02/2024
14:55
ეკონომიკა
ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით არა იმდენად რუსეთი დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო. იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა, - ამის შესახებ პროფესორმა, ლადო პაპავამ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონ უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ და რუსეთში აგრძელებენ თავის ბიზნესს გამომდინარე თავისი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან.
„თუ იქნება 10 პროცენტიანი ვარდნა, ჩვენ გვექნება ბიუჯეტის კლება. ნებისმიერი დაპირება პენსიების თუ სხვა გასაცემლების ზრდის, სანქციების დაწესების პირობებში არის შეუსრულებდი. სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონ უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ და რუსეთში აგრძელებენ თავის ბიზნესს გამომდინარე თავისი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან და ჩვენ, ჩვენს საზიანოდ რატომ უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.
„ლელოს“ საარჩევნო დაპირება ათასლარიან პენსიაზე, მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი პოპულისტური განაცხადია. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რა ეკონომიკური გათვლით აპირებს ხაზარაძე - ჯაფარიძის პარტია დაპირების შესრულებას, როდესაც აანონსებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.
„ლელო“ სახელისუფლებო პარტიის კრიტიკას არ იზიარებს და პასუხობს, რომ დაპირების შესრულება შესაძლებელია.
0
0