06/10/2024
16:51
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა.
წულუკიანის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებით შესაძლებელი გახდება, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩააბარონ ძალები, რომლებიც გარე დავალებებს ასრულებენ და ქვეყანას ებრძვიან.
„ამომრჩევლებთან შეხვედრისას, გავაკეთე ერთი ძალიან მნიშვნელოვან დასკვნა, ამომრჩეველს, ქართველ ხალხს ყველაზე კარგად ესმის, რა ხდება საქართველოს თავს დღეს. ჩვენს ხალხს, რომელმაც საუკუნეები გამოიარა და დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ძალიან ცოტა ახსნა თუ სჭირდება იმის თაობაზე, რომ საქართველო დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც არის ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, მზად არის, მორიგჯერ თავი არ დაზოგოს და არჩევნებში ხმამაღლა თქვას თავისი სიტყვა, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად გააგრძელებს, იყოს სტაბილური, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა თანამედროვე ისტორიაში, ვინც უზრუნველყო მშვიდობიანობა და სტაბილურობა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სირთულეების მიუხედავად განვითარება ამ ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის ძალები, რომლებიც გარე დავალებებს იღებენ, ქვეყნის შიგნით ცხოვრობენ, საქმიანობენ და საკუთარ ქვეყანას ხელს უშლიან, ებრძვიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024