01/12/2022
21:39
კულტურა
შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ნუგზარ შარია.
„გარდაიცვალა, ერთ დროს ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1970 წელს ნუგზარ შარია ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო ‘„თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში.
1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე ‘„ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.
ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ”კავკასიის ხალხების გაერთიანების” საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს.
„ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ - ეს ის ფილმებია, რომლებშიც მან ითამაშა.
0
0