05/08/2022
16:02
კულტურა
ნანა სტამბოლიშვილი ერთ-ერთ წარმატებულ თურქულ სერიალში მთავარ როლს მოირგებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი -„ლეღვა“ წერს.
„გოგონა ლეღვადან, რომელიც მალე მსოფლიო სატელევიზიო ეკრანებს დაიპყრობს. ნანა სტამბოლიშვილი ერთ-ერთ წარმატებულ თურქულ სერიალში მთავარ როლს მოირგებს.
"სხვისი შვილი" ასე ჰქვია თურქულ სერიალს, რომელსაც მესამე სეზონიდან შეუერთდება. ნანა ეკრანული პარტნიორობას თურქი მომღერალი და მსახიობი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი გაუწევს. ჩვენი ინფორმაციით სერიალის ახალი სეზონი სექტემბრიდან დაიწყება.
ნანა სტამბოლიშვილი მოდელი, ფოტომოდელი, მოცეკვავე და დიზაინერია. მას ასევე აქვს თავისი ქართული ტრადიციული სამოსის ხაზი "ნანა ქართველი". ამჯერად კი ის პირველ ნაბიჯებს დგამს სამსახიობო მიმართულებით.
სერიალისა და ახალი გმირის შესახებ, ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია, თუმცა ჩვენ სანდო წყაროზე დაყრდნობით მოვიპოვეთ ექსკლუზიური ინფორმაცია.
სერიალის პირველი და მეორე სეზონი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყო პოპულარული და მათ შორის საქართველოშიც. ამიტომ, ვარაუდობენ რომ მესამე სეზონი უფრო გახმაურებული და მასშტაბური იქნება. ქართველ მსახიობს კი დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
ნანას სერიალში მონაწილეობაზე თანხმობა რეჟისორებმა მრავალი მცდელობის შემდეგ ძლივს მოახერხეს, თუმცა ისინი უამრავ დათმობაზე წავიდნენ რომ თურქულ სერიალში ქართული სილამაზე და ნიჭი ეხილათ.
ექსკლუზიურად, ნანა სტამბოლიშვილის გმირს სერიალში ისევ ნანა ჰქვია და ის გრაციოზულად, თავისი დამახასიათებელი ფორმითა და გარეგნობით წარდგება მაყურებელს. წარმატებულ თურქულ სერიალსა და მთავარი გმირის ახალ სასიყვარულო ეკრანულ თავგადასავლებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ელოდებიან, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველ მაყურებელს აინტერესებს, როგორი იქნება პირველი სერია და რა სიუჟეტი განვითარდება ულამაზესი ნანა სტამბოლიშვილის მონაწილეობით.
ნანა სტამბოლიშვილს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ის ახლა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში სერიალის გადაღებებზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ვარსკვლავი წარმოშობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვადანაა.“- წერს გვერდი „ლეღვა“.
0
0