04/09/2023
10:26
სპორტი
დღეს, 5 სექტემბერს, საუდის არაბეთში ძალოსნობაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
პლანეტის პირველობაზე, მედლების გარდა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება:
5 სექტემბერი 20:00 სთ – რამინ შამილიშვილი (55 კგ.)
6 სექტემბერი 12:30 სთ. – გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.)
6 სექტემბერი 17:30 სთ. – შოთა მიშველიძე (61 კგ.)
7 სექტემბერი 20:00 სთ. – გოგა ჩხეიძე (67 კგ.)
11 სექტემბერი 15:00 სთ. – რევაზ დავითაძე (89 კგ.)
14 სექტემბერი 12:30 სთ. – ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
16 სექტემბერი 10:30 სთ. – ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.)
16 სექტემბერი 20:00 სთ – ზაზა ლომთაძე / გიორგი ჩხეიძე (109 კგ.)
17 სექტემბერი 15:00 სთ. – ბაქარ თურმანიძე (+109 კგ.)
17 სექტემბერი 17:30 სთ. – ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)
გიორგი ასანიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ავთო გახოკიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
გია ცირეკიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი
რუსლან ღიბრაძე – ფიზიო-თერაპევტი
რუსკა მურადაშვილი – გენერალური მდივანი
2022 წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს კოლუმბიის დედაქალაქმა, ბოგოტამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძე გახდა. აკვრასა და ორჭიდში ვერცხლს დაეუფლა გიორგი ჩხეიძე.
ძალოსნობის მსოფლიო პირველობის პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება შესაძლებელი.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024