03/12/2022
13:51
სამართალი
ათენში დააკავეს ქართველი, რომელმაც ჩვილი დედის თვალწინ აწამა, ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა, პერისტერში, საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს იტალიის ხელისუფლება ეძებდა, ის კი ათენში იტალიიდან გაიქცა.
როგორც ცნობილია, ერთი წლის წინ კაცმა კალაბრიას რეგიონში 3 ადამიანთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, მძევლად სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები აიყვანა, ჩვილი დედის თვალწინ აწამა, რათა ქალს მისთვის გაემხილა თუ სად იყო სეიფი.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა, ის კიდევ სამ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა.
დაკავებულ 31 წლის კაცს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
წყარო: primetime.ge
0
0