11/10/2024
11:21
არჩევნები 2024
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა დიდ დიღომში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.
„ადგილობრივებთან საკმაოდ საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ დიდ დიღომში განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც მათი აზრის გათვალისწინებით და ჩართულობით განხორციელდება. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, რასაც 12 წელია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკით, ბიზნესის თავისუფლებით, მშვიდობით, სტაბილურობით და ეფექტიანი მენეჯმენტით ვახორციელებთ. მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ „ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში ღირსეული გამარჯვების შემდეგ, კვლავ გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
0
0