22/12/2023
14:28
კულტურა
21 დეკემბერს ამერიკის კინოაკადემიამ რამდენიმე კატეგორიის მოკლე სიები გამოაქვეყნა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის სექციაში ვერ მოხვდა საქართველოდან გაგზავნილი “მოქალაქე წმინდანი”.
თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.
ამ დროისთვის ცნობილი შემდეგი კატეგორიების მოკლე სიები: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო უცხოური ფილმი, საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა, საუკეთესო მუსიკა, საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო ხმა, საუკეთესო ვიზუალური ეფექტები.
ნანა ჯორჯაძის “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” პირველი ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმია, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო. 1997 წლის შემდეგ 2013 წელს შედეგის გამეორება შეძლო ზაზა ურუშაძის მანდარინებმა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024