06/10/2023
17:48
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, შემცირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების ე.წ. მინისტრის მოადგილემ როდიონ სიუკაევმა განუცხადა.
„წელს მეზობელ სახელმწიფოში ნაკლები პაციენტი გაიგზავნა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. 85 ადამიანი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისთვის მეზობელ რესპუბლიკაში გადაიყვანეს“, - განაცხადა სიუკაევმა.
„მინისტრის მოადგილემ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოქალაქეების ტრანსპორტირების „მაქსიმალური საჭიროება“ არსებობს, ვინაიდან პაციენტების უმეტესობას აორტაკორონარული ოპერაცია ესაჭიროებოდა.
მან ასევე დასძინა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად მოხვდება პაციენტი ჰოსპიტალიზებული - „რუსეთში თუ მეზობელ სახელმწიფოში“ - მიღებულია პაციენტის მდგომარეობისა და კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
ცნობისთვის, „სამხრეთ ოსეთის“ მედიაში გავრცელებულ ცნობებში და ოფიციალური პირების განცხადებებში, როგორც წესი, არ არის მითითებული, რომ პაციენტები გადაჰყავთ თბილისის კლინიკებში, არამედ გამოიყენება ფორმულირება „მოსაზღვრე სახელმწიფო“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024