14/06/2023
17:26
კულტურა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, არავის ახსენდება ზაზა ურუშაძის ფილმი მანდარინები, რომელიც ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იმიტომ ვერ წარსდგა, რომ დაფინანსება არ ჰქონდა.
დეპუტატის განმარტებით, მიზეზი “ცხელი ძაღლის” მეოთხე სეზონის გადაღება იყო, "რომელსაც ცენზურის მიხედვით დღის სინათლე არ ეღირსა". ამასთან მდინარაძის თქმით, რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, სხვების სამსახურიდან დათხოვნა ჰგონიათ.
"როდესაც ენმ წევს კინოცენტრის თემას. გუშინ ბევრჯერ ახსენებდნენ ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და რეჟისორს. არ ახსენდება არავის ის, რომ ,ზაზა ურუშაძის ფილმი, მანდარინები ხომ ყველას გახსოვთ, ქართულ კინო პროდუქტად არ იყო წარდგენილი, რატომ არ იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იცით?! იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება და რატომ არ მისცეს?! იმიტომ რომ ზაზა ურუშაძე იყო ცხელი ძაღლის მე-4 სეზონის ავტორი, რომელსაც ცენზურის მიხედვით დღის სინათლე მაშინ არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. აი, ეს არის წარმოუდგენელი ამავი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომელიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ. რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ჰგონიათ აუცილებლად ვიღაცისავე სამსახურიდან დათხოვნა. რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს შეიცავს და მოიცავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ".-თქვა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, ბაჩო ოდიშარიას მსგავს კვალიფიციურ კრიტიკოსს ბევრს არ იცნობს.
"რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მაგ ადამიანთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი ასეთი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ". - თქვა მდინარაძემ.
საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები მეორე დღეა ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024